2012 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 66 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (1021 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (814 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (480 მლნ. აშშ დოლარი).
შეგახსენებთ, რომ იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 6649 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. "საქსტატის" ინფორმაციით, საგარეო ვაჭრობაში ექსპორტმა 1552 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა - 5096 მლნ. აშშ დოლარი(16 პროცენტით მეტი).
სტატისტიკის ეროვნული უწყების ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-აგვისტოში 3544 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.