საქართელოს პრეზიდენტმა სამეგრელოს მოსახლეობას 9 წლიანი მუშაობის ანგარიში ჩაააბარა. პრეზიდენტმა გაბნმარტა, რომ 9 წლის განმავლობაში აშენდა 5900 კილომეტრი გზა, აშენდა 150 ახალი საავადმყოფო, მოხდა მოსახლეობის ნაწილის დაზღვევა. პრეზიდენტმა ზუგდიდის მთავარ მოედანზე სიტყვით გამოსვლისას გაიხსენა, რომ 9 წლის უკან საქართველოში პენსია 14 ლარი იყო, ხოლო ეხლა მთავრობა 100 დოლარიან საპენსიო პაკეტზე გადადის.
„მე მინდა ჩაგაბაროთ ანგარიში იმის თაობაზე, რომ ყველა ჩვენი ბავშვი იღებს კომპიუტერს. მოვსპეთ კორუფცია, როგორც ჭამდა მაშინ ყველაფერს, ჩაბარება უმაღლეს სასწავლებელში ხდება პატიოსნად, სულ უფრო მეტი მასწავლებელი იღებს 100 ლარიან ხელფასს და მალე საქართველოში აღარ იქნება დაბალხელფასიანი მასწავლებლები. საქართველოს ყველა სოფელში იქნება გამართული წყლის სისტემა"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.