ცხინვალში მომდგარია რუსეთის ჯარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ბათუმში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, "სანამ ჩვენ ერთმანეთთან საქმეს ვარჩევდით, საქართველოში რუსეთის შეიარაღება რამდეჯნერმე გაძლიერდა".
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი საქართველოში ვერ გადმოვა, თუ მან აქ საჭირო ფონი არ დაინახა.
"იმ პირობებში, როცა უნდათ საქართველოს ისტორიის უკან დაბრუნება, ცხინვალში მომდგარია რუსეთის ჯარი. გუშინ კი ჩვენ იქ გვყავდა დიდი ვიზიტორი _ ჩაძირვის პირობებში მყოფი სახელმწიფოს, ნაურუს ხელმძღვანელი ესტუმრა საქართველოს რუსული ტანკებით. ცხინვალში, სანამ ჩვენ ერთმანეთთან ვარჩევდით საქმეს, რუსეთის შეიარაღება რამდეჯერმე გაძლიერდა. რუსეთი ვერ გადმოვა საქართველოში, თუ მან აქ არ დაინახა, რომ საქართველო ამის ფონს იძლევა", - დასძინა პრეზიდენტმა.