„ვისოლ ჯგუფი" სუპერმარკეტების ქსელს აფართოებს. როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, კიდე ერთი, რიგით მე-10 „სმარტის" სუპერმარკეტი, ოქტომბრის ბოლომდე გუდაურში გაიხსნება. კომპანიაში ფიქრობენ, რომ საკურორტო ზონაში „სმარტის" გახსნა გაამართლებს და ის მომგებიანი იქნება, როგორც თავად „ვისოლ ჯგუფისთვის" ასევე გუდაურის მოსახლეობისთვის და ტურისტებისთვის, რადგანაც „სმარტი" მომხმარებელს საკმაოდ მაღალი ხარისხის პოდუქციას შესთავაზებს.
როგორც ცნობილია ამ დროისთვის „სმარტოს" სუპერმარკეტებიდან ოთხი თბილისში, ხოლო 5 რეგიონებშია განლაგებული, უფრო კონკრეტულად კი - ახალციხეში,, გორში, ყვარელში,ზუგდიდსა და მარნეულში.
„სმარტის" არსებული სუპერმარკეტებიდან, ყველაზე დიდი სუპერმარკეტი რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნმა. რუსთაველის გამზირზე მდებარე „სმარტში" „ვისოლ ჯგუფმა" ჟურნალისტებისათვის სპეციალური მედია-ტური მოაწყო და სუპერმარკეტის გარდა ჟურნალისტები „სმარტის" საწარმოებშიც შეიყვანა.
„სმარტის" საწარმოში, რომელიც სუპერმარკეტის ქვემოთ მდებარეობს, მუშაობა 24 საათიან რეჟიმში წარმოებს და გარდა სუპერმარკეტების მომარაგებისა, კლიენტთა ინდივიდუალურ დაკვეთებზეც მუშაობს.
როგორც „ვისოლ ჯგუფში" განმარტავენ, „სმარტი" კლიენტებს საკმაოდ დაბალ საფასო სეგმენტში ემსახურება. საწარმოში 150 დასახელების პროდუქცია მზადდება.
ხოლო რაც შეეხება "სმარტის" სუპერმარკეტს, ის მომხმარებელს ესპანური, გერმანული, ჰოლანდიური, იტალიური თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქციასაც სთავაზობს.
ექსკლუზიურ მიმწოდებლებს შორისაა „სტარბაქსი", მსოფლიოში ცნობილი ინგლისური ყავისა და ჩაის პროდუქცია „რედიარდი", სამონასტრო, ჩამოსასხმელი ლუდი, რომელის მსოფლიოში 6 სახისაა და ერთ-ერთი მათგანის „ლა ტრაპეს" შეძენა მომხმარებელს საქართველოში მხოლოდ „სმარტში" შეუძლია.
სუპერმარკეტში განლაგებულია ასევე „სმარტ კაფე", სადაც მომხმარებელს გერმანული და ქართული ტექნოლოგიებით მომზადებული საკონდიტრო პროდუქტები, მზა კერძები და სასმელების დაგემოვნება შეუძლია.
საქართველოს ფოსტის ყოფილ შენობაში გახსნილი ახალი სუპერმარკეტი „სმარტი" სამ სართულზეა განთავსებული. გერმანული, ჰოლანდიური, ესპანური, იტალიური თუ ადგილობრივი წარმოების ყოველდღიური მოხმარების უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანი და დემოკრატიული ფასები, „სმარტ კაფე" გერმანული და ქართული ტექნოლოგიებით გამომცხვარი უგემრიელესი საკონდიტრო პროდუქტები, მზა კერძები და სასმელები, ინტერნეტ (WIFI) ზონა და უმაღლესი ხარისხის მომსახურება მომხმარებელს „ჩემი სუპერმარკეტის" აღქმას უმძაფრებს და სრულ კომფორტს უქმნის. სუპერმარკეში ბანკომატი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა სერვისების აპარატებია განთავსებული.
სუპერმარკეტში 223 ადამიანი დასაქმდა. „სმარტის" თითოეული თანამშრომელი სპეციალური ტრენინგის შემდგომ საქმდება და დაზღვევითა და უფასო კვებით სარგებლობს. რამოდენიმე თვის შემდეგ ამავე შენობაში ვისოლ ჯგუფი გახსნის ამერიკული მულტინაციონალური კომპანია „ ვენდის" რესტორანს და საერთო ჯამში ვისოლ ჯგუფს მხოლოდ ამ ობიექტზე სმარტსა და ვენდიში დასაქმებული იქნება 300-ზე მეტი ადამიანი.
„სმარტის" ქსელის განვითარება გრძელდება და უახლოეს თვეებში „სმარტის" სუპერმარკეტები თბილისის სხვადასხვა უბნებში, გუდაურში, ბათუმში, ქუთაისში და ფოთში გაიხსნება. მომავალი სამი წლის მანძილზე ვისოლ ჯგუფი «სმარტის" სუპერმარკეტების ქსელის მნიშვნელოვან გაფართოებას გეგმავს და 3000-მდე ადამიანს დაასაქმებს.
ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, მარნეულში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.