სირიის ოპოზიციამ, სამთავრობო ჯარების მიერ საარტილერიო დაბომბვების შედეგად ,გასული დღე-ღამის განმავლობაში, 220 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ განაცხადა.
ადგილობრივი საკოორდინაციო კომიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დამასკოში მოკლულია 66 ადამიანი, ხომას პროვინციაში 43, ალეპოში 60, დამასკოს გარეუბანში 6 ადამიანი - ერთი ოჯახის წევრები დახოცეს.
წითელმა ჯვარმა ხომის პროვიონციაში საარტილერიო დაბომბვების შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებში 35 ცხედარი აღმოაჩინა.
გაეროს ინფორმაციით, სირიაში დაპირისპირების 19 თვის განმავლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.
მასალის გამოყენების პირობები