აშშ-ში ქალაქ ჰიუსტონში პოლიციელმა ინვალიდი მოკლა, რომელიც მის მეწყვილეს ავტოკალმით ემუქრებოდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, შემთხვევა უკურნებელი ავადმყოფების სახლში მოხდა. მოკლული, რომელსაც ამპუტირებული ქონდა ხელი და ფეხი, ასევე ფსიქიკურ პრობლემებსაც განიცდიდა.
დაწესებულების ადმინისტრაციამ პოლიცია მას შემდეგ გამოიძახა, რაც მოკლულმა აგრესიული ქცევა დაიწყო. მამაკაცმა ერთ-ერთი პოლიციელი კუთხეში მოიმწყვდია და მეტალის საგნით დაუწყო შეშინება, იტობინება ადგილობრივი პოლიცია.
პოლიციელის მეწყვილემ, რომელიც ვერ ხედავდა კონკრეტულად რა ნივთი ეკავა ხელში მამაკაცს, მას ცეცხლი გაუხსნა.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოკლული პოლიციელის შეშინებას ავტოკალმით ცდილობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ პოლიციელი მეთიუ ჯეიკობ მერინისთვის ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც დაპირისპირებმა რომელშიც ის მონაწილეობს მსხვერპლით სრულდება.
2009 წელს მერინმა ცეცხლი გაუხსნა მამაკაცს, რომლემაც თავისი მეზობელი დანით დაჭრა და შემდგომ პოლიციას დანის დადგებაზე უარი განუცხადა.