ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს გაკეთდა არჩევნებისთვის და მრავალი თვის განმავლობაში აგროვებდნენ ვიდეოებს, - - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, უნივერსიტეტის გახსნისას, გლდანის ციხეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, "არც ისე მიამიტები ვართ, რომ არ ვიცოდეთ, რა თამაში მიმდინარეობს. ის ხალხი, ვინც ყლაპა ეს ყველაფერი, დაისჯება და ის ხალხი, ვინც გააკეთა ეს ყველაფერი - მაგრად დაისჯება"
"ვინც ეს დააფინანსა, იმას ქართველმა ხალხმა პასუხი რამდენიმე დღეში არჩევნებზე უნდა გასცეს. ვინც ინახავდა ამას არჩევნებისთვის, რათა დივიდენდები მიეღო და შემდეგ გმირებად ექცია ის კრიმინალები, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობენ, მათ ვერ უნდა მიიღონ დივიდენდები, იმ არჩევნებზე, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. ჩვენ ხომ ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს გაკეთდა არჩევნებისთვის და მრავალი თვის განმავლობაში აგროვებდნენ ვიდეოებს. ცდილობენ ჩაგვითრიონ იმაში, საიდანაც უკან დაბრუნება არ არსებობს. ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ წარსულში, როგორიც არ უნდა იყოს დღევანდელობის პრობლემები. ძლივს დავიწყეთ მთლიანობაში თავის იქიდან დაძვრენა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.