,,ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებს ნახირივით აქეთ-იქით მიერეკება", _ განაცხადა ივანიშვილმა ზუგდიდში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ დევნილებისთვის დევნილებისთვის ფულადი, დახმარების გამოყოფამ სამარცხვინოო პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო.
,,დევნილებისთვის ფულადი, თუ სხვა სახის დახმარების გამოყოფა სამარცხვინოო პოლიტიკური კორუფციის სახე მიიღო. დევნილებს ყველანაირ დახმარებას ხელისუფლება პოლიტიკური ერთგულების სანაცვლოდ უწევს. Mმრავალი დევნილი იძულებით ჩაასახლეს ისეთ სოფლებში სადაც არ არის ცხოვრებისა და არსებობის მეტ-ნაკლები პირობები. ათასობით დევნილი კუთვნილი სტატუსის მინიჭებას დღესაც ელოდება. ხოლო კონფლიქტისა და მიმდებარე სასაზღვრო ზონებში ბევრმა ადამიანმა საერთოდ დაკარგა სოციალური შეღავათები. Oომის ვეტერანების დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვა, მათთვის განსაკუთრებული შეღავათების დაწესება, სახელმწიფოს კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ მისი ელემენტარული ვალდებულება უნდა იყოს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებს ნახირივით მიერეკება.
,,ხელისუფლება უამრავ თანხას ხარჯავს გასართობ ღონისძიებებზე მაშინ, როდესაც ომების შედეგად დაზარალებულთა უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სახელმწიფომ ვერ მოახერხა, რომ ამ ადამიანებს თუნდაც დევნილობაში ღირსეულად ცხოვრება შეძლებოდათ. ხელისუფლება უსახლკაროდ დარჩენილ დევნილებს ნახირივით აქეთ-იქით მიერეკება. ეს უნდა შეწყდეს, ჩვენ აუცილებლად ბოლოს მოუღებთ ამ უღირსობას", - განაცხადა ივანიშვილმა.