"ძალიან მალე დადგება დრო როდესაც ყველა შვებით ამოვისუნთქებთ", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ ერთმა ლიდერმმა ირაკლი ალასანიამ ზუგდიდში, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ეს დამოკიდებულია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ჩვენ, საქართველო, ყველა ერთად, რამდენიმე დღეში მივიღებთ.
"უნდა ავარჩიოთ - დავტოვებთ საქართველოს ამ წამების უსამართლობის და ნგრევის პირობებში თუ ავირჩევთ ისეთ პოლიტიკურ გუნდს და ადამიანურ სოლიდარობას, რომელიც საქართველოს წაიყვანს გამთლიანებისკენ და მთელი ერის კონსოლიდაციისკენ. სწორეს სამეგრელოს აქვს ყველაზე დიდი შანსი გააერთიანოს ქვეყანა და გადოს ხიდი ქართულ-აფხაზური ნდობის აღდგენიკენ",_ აცხადებს ალასანია და აღნიშმავს, რომ მთელი საქართველო დღეს არის შეურაცხყოფილი, რომ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს მოქალაქეებს წლების მანძილზე სისტემურად, სადისტურად ექცეოდნენ და ამის შესახებ ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა.
"გამარჯვებას, ერთსულოვნებას ვერ მივაღწევთ თუკი ჯერ სამართლიანობა არ აღდგა. ამიტომაც მოვითხოვთ ყველას უკლებლივ ყველას ვინც ამ საშინელი დანაშაულისჩადენაში ეჭვმიტანილია - ქვეყნის პირველი პირით დაწყებული და რიგითი საჯარო მოხელით დამთავრებული - ყველა უნდა გადაეცეს სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. მე დღეს საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გვერდში ვდგევარ",_ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.