`საქართველოს აზალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის~ ინფორმაციით, საქართველოსთან შედარებით ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ძვირია მხოლოდ 7 ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ კვლევა ჩატარებული ევროკავშირისა და მსოფლიოს 31 წამყვანი ქვეყნის ბაზაზე. კვლევის თანახმად, აღებულ იქნა ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობის გარკვეული პაკეტი (წელიწადში 1680 გამავალი ზარი, ანუ 2952 წუთი, 600 შMშ და 12 MMშ, სხვადასხვა აქციების დროს არსებული ფასდაკლებების გარეშე. 600 შMშ-დან 65% ხორციელდება ოპერატორის შიდა ქსელში, ხოლო 35% სხვა ოპერატორებზე. 1680 გამავალი ზარი პროცენტულად შემდეგნაირად ნაწილდება 13% - ლოკალური (ერთი ზარი საშუალოდ 1,7 წთ.), ანუ ფიქსირებულ ტელეფონებზე დარეკვა, 7% - საზღვარგარეთ განხორციელებული ზარები (საშ. 1,7 წთ.), 47% - იმავე ოპერატორთან დაკავშირება, სადაც ჩართულია (საშ. 1,9 წთ.), 26% - სხვა მობილურ ოპერატორებთან დაკავშირება. (საშ. 1,8 წთ.) და 7% - ვიდეოზარი (საშ. 0,8 წთ). და მისი ღირებულება იქნა დათვლილი. აღმოჩნდა, რომ ასეთი პაკეტით საქართველოში სარგებლობა წელიწადში საშუალოდ 621 დოლარი ჯდება, რაც გამოკვლეულ ქვეყნებში ამ პაკეტის საშუალო ღირებულებაზე 132 დოლარით ძვირია. საქართველომ ფიჭური კავშირგაბმულობის სიძვირის მიხედვით (ამ პაკეტის ღირებულების ფარგლებში) გაასწრო ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა დანია, ჰოლანდია, შვედეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, ახალი ზელანდია, იტალია, კანადა, საფრანგეთი და სხვა.
მასალის გამოყენების პირობები