"ამათი პასუხისმგებლობის დღე მოახლოვდა -1 ოქტომბერი ეს იქნება რეალური პასუხისგების დღე იცოდეთ", _ განაცხადა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში.
მისივე თქმით, სტუდენტების პროტესტმა მოიტანა ის, რომ ორი მინისტრი გადადგა. მათ შორის ერთი - ბაჩო ახალაიაა. ახალაიების კლანს ბზარი გაუჩნდა და ბზარი გაუჩნდა სააკაშვილის რეჟიმს მაგრამ ეს საკმარისი არ არის ეს იციან ახალგაზრდებმა და ამიტომ ბაჩო ახალაიას გასამართლებას მოითხოვენ.
"ამათი პასუხისმგებლობის დღე მოახლოვდა -1 ოქტომბერი ეს იქნება რეალური პასუხისგების დღე იცოდეთ. მათ ამ დღის ეშინიათ იმიტომ, რომ მხოლოდ ამ დღის შემდეგ მოუწევთ მათ კანონის მთელი სიმკაცრით პასუხისგება. ცეცხლივით ეშინიათ ამ დღის. ამიტომ მათ ხალხის აღშფოთების თავის სასარგებლოდ გამოყენება უნდათ, მათ სურთ უკანონობა ხალხს ჩაადენინონ და რაიმე საბაბით არჩევნების ჩატარება დანიშნულ დღეს შეუძლებლად გამოაცხადონ. ამიტომ მოვიკრობოთ კეთილგონიერება, შევიკავოთ თავი არჩევნებამდე და შემდეგ სამართლიანი კანონის ძალით ვაგებინებთ პასუხს ამ დამნაშავეებს - ამას გპირდებით", _ აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.