"სისტემური დანაშაულის გამართლება, რომელიც ციხეში ხდებოდა, აბსოლუტურად შეუძლებელია", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა გლდანის ციხეში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველა დამნაშავეს დააკავებს.
"ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა. უნდა დააკავოს, დააპატიმროს ყველა და მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარადგინოს. მინისტრები, რომლებიც ამ სისტემასთან შეხებაში იყვნენ, გადადგნენ. ერთ-ერთი მთავარი სადისტი ამაზრზენ დანაშაულს სჩადიოდა და ფირზე აფიქსირებდა კავშირს მესამე პირებთან. ამას თამაზ თამაზაშვილი უზრუნველყოფდა. თუ რა ინტერესები იყო, ფაქტობრივი გარემოებებიდან ჩანს და ამაში დიდი ფული იყო გადახდილი. ასე რომ, ამის გამართლება ისევე, როგორც იმ სისტემური დანაშაულის, რომელიც ციხეში ხდებოდა, აბსოლუტურად შეუძლებელია", - განაცხადა გაბაშვილმა.