"ახალი მინისტრები - გიორგი ტუღუში და ეკატერინე ზღულაძე - ზუსტად ისევე წარმოადგენენ ახალ საქართველოს, როგორც ეს ახალი შენობა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, იუსტიციის სახლის გახსნაზე.
"ჩვენ ძალიან კარგად ვიცით: ეს ხალხი რომ დანაშაულს სჩადიოდა ციხეში - ჩვენი პასუხისმგებლობაა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს დავუშვით: ყოფილი გაიშნიკი, სადისტად ქცეული, მუშაობდა იქ, იღებდა ამ ყველაფერს და იხდიდა ფულს, მაგრამ ვინ იხდიდა ფულს? ვიღაცამ ხომ უნდა დასვას კითხვა? რისთვის ინახავდნენ ამას ყველაფერს? რისთვის ხდებოდა ეს მრავალი თვის განმავლობაში? მაგრამ ამას ინახავდნენ არჩევნებისთვის! რატომ ამ არჩევნებისთვის? სურთ, ამ არჩევნებმა საქართველო დააბრუნონ იქ, მოუსვლელში, საიდანაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ გაქცევას",_ აცხადებს სააკაშვილი.