სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია ადვოკატებს დავით აკობიას და ბორის ფარულავას ადგილსამყოფელის შესახებ, რათა აღნიშნულ პირებს არ დაერღვეთ კანონით მინიჭებული დაცვის უფლება.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დღეს სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდნენ დაკავებული დავით აკობიას და ბორის ფარულავას ადვოკატები სალომე აბულაძე და მამუკა ნოზაძე.
"როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, ისინი ვერ ახერხებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ადგილსამყოფელის დადგენას. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ პირებს შეფარდებული აქვთ წინასწარი პატიმრობა, თუმცა ისინი არ იმყოფებიან სასჯელაღსრულების სისტემის არც ერთ დაწესებულებაში", - აღნიშნავენ ისინი.