"ამაზრზენია, რომ ადამიანები ანგარების მიზნით, ამ ყველაფერს თვითონ ახორციელებენ", - განაცხადა ჟურნალისტებთან უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა გლდანის საპყრობილეში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებამ ეფექტურად იმუშავა.
"ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება დაცულია. თქვენ ნახეთ ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან გადადგა. სახელმწიფომ ეფექტური ნაბიჯები გადადგა, რომ რაიმე სახის საფრთხე არ ყოფილიყო და ამის მოწმე მთელი საზოგადოებაა. თუმცა ამაზრზენია, რომ ადამიანები ანგარების მიზნით, ამ ყველაფერს თვითონ ახორციელებდნენ, იწერდნენ და ელოდებოდნენ არჩევნებს იმისთვის, რომ პოლიტიკური თამაში ეთამაშათ", - განაცხადა მინაშვილმა.