„ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბასილია ელიას უბნის მოსახლეობას შეხვდა.
კახა ბასილიამ მოსახლეობას „ქრისტიან - დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა.
კახა ბასილიამ მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და 1 ოქტომერს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„მინდა ჩემს ამომრჩეველს სიმშვიდისა და არჩევნებზე მისვლისკენ მოვუწოდო იმ პოზიციის დასაფიქსირებლად, რომლითაც მიღწეული იქნება პროტესტი „ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, რაც საბოლოოდ ამ ხელისუფლების დამარცხებას განაპირობებს." - განაცხადა კახა ბასილიამ.