გია ხუხაშვილი საქართველოს ელჩს გაეროში კახა ლომაიას გადადგომისკენ მოუწოდებს.
"მივმართავ საქართველოს ელჩს გაეროში ალექსანდრე ლომაიას, რომელთანაც მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს და რომლის ოჯახსაც კარგად ვიცნობ. მისი შვილები ჩემს თვალწინ გაიზარდნენ და, ამდენად, უფლება მაქვს ვუსურვო მათ, რომ ღირსეული ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად აღიზარდონ. ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეობა ბევრად დიდი პატივია ნებისმიერი ქართველისთვის, ვიდრე რეჟიმის ელჩობა. მოვუწოდებ ალექსანდრე ლომაიას, ნუ მიიღებს მონაწილეობას იმ სპექტაკლში, რომლის დადგმასაც მიხეილ სააკაშვილი გეგმავს. 25 სექტემბრამდე, როდესაც სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს, დაწეროს განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. მან მსგავსი ნაბიჯი, თავის დროზე, რუსეთში ელჩობის პერიოდში უკვე გადადგა", - ნათქვამია ხუხაშვილის მიმართვაში.