"რომპეტროლ საქართველომ" ახალი სარეკლამო კონცეფციის მთავარი გმირი ლამაზმანი დიასახლისები სპეციალურ პრომოაქციაში გააცოცხლა. მთელი კვირის განმავლობაში სხვადსხვა სადგურზე მისულ მომხმარებელს დიასახლისი გოგონები პირადად ემსახურებიან და სიმბოლურ სუვენირსაც გადასცემენ.
მენეჯმენტის ინფორმაციით, ყველა მომხმარებელი, რომელიც 20 ლიტრ ან მეტ „ეფიქს პრემიუმს" შეიძენს, მშვენიერი დიასახლისებისაგან საჩუქარს მიიღებს. ლამაზმანი დიასახლისების ხილვა მომხმარებელს აქციის ბოლო დღეს, 21 სექტემბერს, ბაგებში მდებარე ავტოგასამართ სადგურზეე შეეძლება. აქცია 17 სექტემბრიდან მიმდინარეობს და უკვე 4 ბენზინგასამართ სადგურზე განხორციელდა.
„გვსურდა გაგვეცოცხლებინა და მომხმარებელთან უფრო ახლოს მიგვეტანა სარეკლამო კონცეფცია, რომელიც კომპანიის სათაო ოფისმა მთელ მსოფლიოში შესთავაზა მაყურებელს. აქცია ორშაბათს სააკაძის მოენაზე მდებარე სადგურიდან დაიწყო, ხოლო მომდევნო დღეებში ორთაჭალაში, აღმაშენებლის ხეივანში და გლდანში მდებარე გასამართ სადგურებზე გადაინაცვლა. მშვენიერი დიასახლისები მომხმარებელს დღეს უკვე ბაგებში მდებარე სადგურზე ელიან. ვიმედოვნებთ, რომ მომხმარებელმა დადებითი ემოცია მიიღო ამ აქციისგან,"- აცხადებს „რომპერტროლ საქართველოს" გენერალური დირექტორი ნურკენ მურზაგალიევი.
მენეჯმენტის ცნობით, გასულ კვირაში, ასეთივე აქცია ქალაქ ბათუმშიც გაიმართა და მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე შვიდი წელია მოღვაწეობს და სადღეისოდ ქვეყნის ნავთობბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს."რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსი 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს