გაეროს წარმომადგენლობა შეძრწუნებულია საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევის ამსახველი ახლახან ნაჩვენები სატელევიზიო კადრებით.
"მივმართავთ ხელისუფლებას, განიხილოს პატიმართა მიმართ ფიზიკური ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ყველა კონკრეტული შემთხვევა და უზრუნველყოს მათი დროული, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მონაწილეა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა, მათ შორის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის საერთაშორისო კონვენციისა, აგრეთვე გაეროს წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კონვენციისა, რაც ავალდებულებს მას, რომ თავისუფლებააღკვეთილ პირებს მოეპყროს ჰუმანურად, მათი განუყოფელი პიროვნული ღირსების სრული პატივისცემით".