ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) საქართველოს მონიტორინგის თანამომხსენებლებმა მაიკლ ასტრუპ იენსენმა (დანია, ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ALDE) და ბორის ცილევიჩმა (ლატვია, სოციალისტური ჯგუფი SOC) გამოხატეს შეძრწუნება საქართველოში გავრცელებული ვიდეოების გამო, რომლებშიც ნაჩვენები იყო პატიმართა უფლებების დარღვევა და წამება ციხის ბადრაგის მხრიდან.
„ამგვარი პრაქტიკა მიუღებელია ევროპის საბჭოს წევრი სახელწიფოსათვის, აქედან გამომდინარე, ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მსწრაფლ რეაქციას. ჩვენ ველით, რომ ხელისუფლება ჩაატარებს ადამიანის უფლებათა ამ დარღვევების ყოვლისმომცველ და გამჭვირვალე გამოძიებას, ასევე უპასუხებს ფუნდამენტურ კითხვას, თუ როგორ მოხდა ასეთი რამ მიუხედავად გაფრთხილებებისა ისეთი რესპექტაბელური ინსტიტუციის მხრიდან, როგორიცაა საქართველოს ადამიანის უფლებათა დამცველი", - აღნიშნეს მათ. „ყველა დამნაშავე, მათ შორის ისინიც, ვინც ხელს უწყობდნენ და თვალს ხუჭავდნენ ამგვარ დანაშაულზე, უნდა დაისაჯონ კანონის სრული დაცვით", - დასძინეს მათ.
თანამომხსენებლები გეგმავენ საქართველოში დაბრუნებას ქვეყანაში მომავალი მომავალი პროცედურის განსახორციელებლად საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ.