ფილარმონიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ ვითრებას აპროტესტებენ და შს მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის გადადგომას მოითხოვენ.
საპროტესტო აქციას პოლიტიკოსების მხრიდან "ქდმ"-ის ერთ-ერთი ლიდერი ზაზა გაბუნია ესწრება. როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, აუცილებელია, პატიმრების წამებაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს.