"როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის წევრებმა საარჩევნო შტაბი დატოვეს", _ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გაავრცელა.
ალასანიამ "ფეისბუკის" გვერდზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის წევრების მიერ შტაბის დატოვების ფაქტი.
ალასანიას ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის საარჩევნო შტაბი დატოვეს ნუკრი ნარმანიამ, რამაზ შენგელიამ, სიმონ და ალიკა ბენდელიანებმა. მათ კამერების წინ ჩაიცვეს "ქართული ოცნების" მაისურები.