პატიმრების მშობლებმა გლდანის ციხესთან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მშობლები ხელმოწერებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეიტანენ.
ამ დროისთვის გლდანის მე-8 საპყრობილესთან სიმშვიდეა. ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა პატიმრები მოინახულა. მან მოახერხა რამდენიმე პატიმართან გასაუბრება, რომლებმაც თქვეს, რომ მათზე ძალადობის ფაქტები არ განხორციელებულა. ნიკოლაიშვილის განცხადებით, პატიმრებს რადიოც ჩაურთეს.