მუსიკოსმა ბაკურ ბურდულმა პროტესტის ნიშნად ღირსების ორდენზე უარი განაცხადა.
მუსიკოსის განცხადებით, მიუღებელია, რომ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გულგრილნი არიან იმ ფაქტების მიმართ, რაც ტელეეთერით ვრცელდება.
"მივხვდი, რომ ასეთ სიცოცხლეს უბრალოდ აზრი არ აქვს, როცა თვალებს ისეთ რამეზე ხუჭავ, რაზეც უბრალოდ აღარანაირად არ შეიძლება თვალების დახუჭვა. როდესაც ასეთი რაღაცები ხდება, მათი მმართველობის დროს, ვერანაირად ვეღარ დავუდგები იმ ადამიანებს გვერდით, რომლებმაც ღირსების მედალი მაჩუქეს", - განაცხადა ბაკურ ბურდულმა.