საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ხეობაში სამხედრო ოპერაციის დროს დაღუპული ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახს ვარკეთილში სამხედრო მოსამსახურეებისთვის აშენებულ კორპუსში ბინა გადასცა.
ამასთან, სააკაშვილმა ბინები გადასცა სერჟანტ კახაბერ მარგოშვილს, კაპრალ ბესიკ ბურდულს, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ გელაძეს, მაიორ ბექა ამბროლაძეს.
სააკაშვილის განცხადებით, ბინები 900 ოჯახს უკვე გადაეცა და კიდევ 600-ს გადაეცემა.
"ბინები საკმაოდ კომფორტული და კარგი არქიტექტურაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ხვედელიძე ლოპოტას ხეობაში სამხედრო ოპერაცის დროს დაიღუპა.