ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჟან კლოდ მინიონმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებეში პატიმართა წამებისა და პატივის შემლახველი ფაქტების გამო დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი შეძრწუნებყილია საქართველოს ციხებში მსჯავრდებულების წამების ამსახველი ვიდეომასალის ნახვით.
"ამ აუტანელ სიმხეცეს ადგილი ქონდა ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ დამნაშავეების დასჯის თაობაზე. ვიმედოვნებ, რომ ყველა დონეზე, ის ადამიანს, ვისაც შესაძლო შეხება ჰქონდა ამ სასტიკ საქმესთან შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ", - აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო სამბელის პრეზიდენტი.
პრეზიდეტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გაითვალისწინოს ევროპის შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციები, რათა შემდგომშიც არ განმეორდეს ასეთი ვითარება.