განსაკუთრებული აღშფოთება გამოხატეს ფოთელმა პედაგოგებმა და ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააპროტესტეს ციხეებში არსებული უმძიმესი ვითარება.
პრესკონფერენციაზე ,,ქართული ოცნების" ფოთის საარჩევნო შტაბში ფოთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ ზაზა ჭარღულიამ გააკეთა განცხადება, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მძიმე მოვლენებიდან გამომდინარე მხარს უჭერს ბლოკ ,,ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას" და მის მაჟორიტარ კანდიდატს ეკა ბესელიას.
ზაზა ჭარღულია პროფესიით ისტორიკოსი და ეკომონისტია. ამჟამად არის 7-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და ასწავლის ბავშვებს სამართალს და ისტორიას.
„მოგეხსენებათ სამართალს ვასწავლი და ბავშვებს ადამიანის უფლებების დაცვაზე ვესაუბრები. ამ კადრების გასვლის შემდეგ გუშინ გაკვეთილიც ვერ ჩავატარე, შოკირებული ვიყავი და მთელი გაკვეთილის მანძილზე ჩუმად ვიყავი. სულით ხორცამდე შემძრა ნანახმა. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ჩემი პროტესტი ღიად გამოვხატე სკოლაშიც. ვფიქრობ, პედაგოგები სწორ არცევანს გააკეთებენ და მორალური პრინციპებით იხელმძღვანელებენ", - განაცხადა ფოთის 7- ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ზაზა ჭურღაიამ.