ანსამბლ "სუხიშვილების" მოცეკვავეები "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებენ. მოცეკვავეები: რომეო ყუბანეიშვილი, დავით საკანელიძე, გიორგი დაუშვილი, ბექა გელაშვილი და გიორგი მაისურაძე "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას უცხადებენ და მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია არ უტოვებს გზას ხელოვანებს, განერიდონ პოლიტიკურ პროცესებს.
ახალგაზრდების თქმით, დროა ხელოვანებმაც გამოხატოს საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიცია იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება და არ მისცენ საშუალება ხელისუფლებას, მათი შემოქმედება პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენონ.
"დღეს დილას ჩვენთან მოვიდნენ "სუხიშვილების" მოცეკვავეები, რომლებმაც გამოგვიცხადეს მხარდაჭერა და გამოთქვეს პროტესტი. ისინი საუბრობენ არა როგორც ხელოვანები, არამედ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები და მათი პოზიცია დასაფასებელია". - განაცხადა კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.