„არ შემიძლია სხვა პოზიცია დავიკავო და არ დავეთანხმო საზოგადოების პროტესტს"- განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რეზი არველაძემ გლდანის #8 საპყრობილეში მომხდარ ფაქტის შეფასებიას.
"როგორი შეფასება შეიძლება გაუკეთდეს ამ გულისამრევ ფაქტს. მე არ შემიძლია ამ ყველაფერთან დაკავშირებით სხვა პოზიცია გამოვხატო და არ დავეთანხმო საზოგადოების პროტესტს. ამ ვიდეოების ყურების შემდეგ ჩემი თავიც კი მეზიზღება.
არ ვიცი როგორი განაჩენი შეიძლება გამოუტანო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩაიდინეს, მაგრამ მჯერა, რომ ღმერთი არავის არაფერს აპატიებს.
კიდევ ერთხელ გეუბნებით, ასეთი რამ საერთოდ არ მინახავს და საკუთარი თავიც კი მეზიღება, საერთოდ მიკვირს როგორ გავძელი ამ ყველაფერის ნახვის დროს", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში რეზი არველაძემ.