,გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს. ვწერ სტატიას, სადაც ვიტყვი რას ვაპირებ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კვესიტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სტატია ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელდება.
შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ და ეკა კვესიტაძემ, შესაძლოა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დატოვონ, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ვახო სანაიამ განუცხადა. მისი თქმით, მათი გადაწყვეტილება დამოკიდებულია არხის ხელმძღვანელობისგან პასუხზე.
მისივე შეფასებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლი" არ არის ვინმეს ტელევიზია, ესაა მთელი საზოგადოების ტელევიზია, რომელსაც ხალხი აფინანსებს. "როცა ასეთი შემთხვევა ხდება ქვეყანაში, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" სხვა გადაცემა გადადოს უნდა გვერდზე და ილაპარაკოს მთავარ თემაზე", - განაცხადა სანაიამ და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მთავარი მოვლენა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ჯერ კიდევ გუშინ უნდა გაეშუქებინა, რაც საერთოდ არ მომხდარა.
"დიდი სურვილი იყო, რომ დღეს საღამოს ეთერში თოქ-შოუ გასულიყო, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა. იმას, რომ თოქ-შოუ დღეს ბადეში არ იყო, არანაირი მინიშვნელოა არ ჰქონდა. ნებისმიერი გადაცემა უნდა ამოღებულიყო და იქ თოქ-შოუ ჩასმულიყო. ასე რომ, თუკი ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ტელევიზიიდან წასვლის გადაწყვეტილებამდე მივალთ", - აღნიშნა სანაიამ.
მისივე თქმით, ამავე პოზიციას იზიარებს ეკა კვესიტაძე.