აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ორთამათუმში, სოფელ აგარაში გზის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ლევან ვარშალომიძემ იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ამჟამად რეგიონში ხორციელდება. მისი განცხადებით, აგარის გზის მოწესრიგება მტირალას ეროვნული პარკის ტურისტულ პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.
პროექტის თანახმად, სოფელ აგარაში დაგეგმილია 2,1 კმ გზის მოწესრიგება. უკვე მოპირკეთებულია გზის მონაკვეთი და მიმდინარეობს მოასფალტება. პარალელურად მოწესრიგდა სანიაღვრე არხების სისტემა.
აჭარის საგზაო დეპარტამენტი ამ ეტაპზე ქედასა და ხელვაჩაურში ოცამდე სოფელში ახორციელებს გზების რეაბილიტაციას. სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. რეგიონში სულ 52 კმ გზის მონაკვეთის მოასფალტებაა დაგეგმილი.