ხელვაჩაურში, საწარმოო ზონაში მდებარე საგზაო ნიშნების საწარმოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ეწვია და პროდუქციის დამზადების პროცესს გაეცნო.
ლევან ვარშალომიძის განცხადებით, რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად დღის წესრიგში დადგა საგზაო ნიშნებით უზრუნველყოფა, ამიტომაც სახელმწიფომ უზრუნველყო საგზაო დეპარტამენტის ბაზაზე შექმნილიყო საამქრო, რომელიც ხარისხიან პროდუქტს საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში დაამზადებს.
საწარმო 4 თვის წინათ შეიქმნა და დღეში 200-მდე საგზაო ნიშანს აწარმოებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს აჭარის შიდა გზების საინფორმაციო დაფების დამზადება.