ავიაკომპანია Deutsche Lufthansa AG მგზავრობის ტარიფებს ზრდის. გაძვირება, ძირითადად, შორმაგისტრალურ რეისებს შეეხო და ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ეკონომკლასის ბილეთები დაახლოებით20 ევროთი, ხოლო ბიზნესკლასის ბილეთები 60 ევროთი) გაძვირდა.
პირველი კლასის ავიაბილეთების ფასი 100-150 ევროთი გაიზარდა. უკვე ცნობილია, რომ კომპანიამ ბილეთების ღირებულება უკვე გააძვირა აშშ-ის, იაპონიის, ჩინეთისა და ჰონკონგის მიმართულებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფები გაზარდეს ასევე Lufthansa-ს ჯგუფში შემავალმა Lufthansa Austrian Airlines-მა და Swiss Air-მა.