საზოგადოებრივ მაუწყებელთან სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სპეციალური გამოშვებები მიუძღვნას იმ ბარბაროსულ ფაქტს, რომელიც გუშინ ტელევიზიებმა გაავრცელეს.
აქციის მონაწილეების რამდენიმე წარმომადგენელი საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალურ დირექტორთან შეხვედრის მიზნით ტელევიზიის შენობაში შევიდა.
სტუდენტების განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ფინანსდება მოსახლოების ჯიბიდან და შესაბამისად, ვალდებულები არიან ყველაფერი გააშუქონ.