მომღერალი სოფო ნიჟარაძე მისი პერსონის "პოლიტიკურ დამნაშავედ" გამოყვანის ფაქტს ეხმაურება. მომღერალმა Facebook-ის პირად გვერდზე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას განუმარტა, რომ ის, როდესაც მუზიკლის დასრულების შემდეგ ფილარონიის დიდი საკონცერტო დარბაზს ტოვებდა, პატიმრების წამების შესახებ კადრები ნანახი არ ქონდა.
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ჩემს "პოლიტიკურ დამნაშავედ" გამოყვანის მცდედელობას. ის ფრაზა, რომელიც მე ვუთხარი "ციყვს", რომელსააც მე მრავალი წელია ვიცნობ და ბევრ პროექტზე გვიმუშავია ერთად, მხოლოდ იმ ფაქტს მოყვა, რომ მან ჩემს დანახვაზე თვალები დახარა და ჩუმად ჩაილაპარაკა - "სოფო". რაზეც მე ვუთხარი "არ გრცხვენია "ციყვი"? აღარ მესალმები? ამ ფაქტის ინტერპრეტირებას არ დავუშვებ. ეს ხდებოდა საღამოს, სპექტაკლის შემდეგ და TV საერთოდ ნანახი არ მქონდა, ასე, რომ ამ შემთხვევის პოლიტიზირებას და ქულების დაწერას თავი დაანებეთ", - განაცხადა სოციალურ ქსელში სოფო ნიჟარაძემ.
შეგახსენებთ, რომ წუხელ გავრცელდა ინფორმნაცია იმის შესახებ, რომ როდესაც საზოგადოების ნაწილი პროტესტის ნიშნად ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა, სადაც პრეზიდენტი მიუზიკლს "ვერის უბნის მელოდიებს" ესწრებოდა და რომელმაც სპექტაკლი ვადაზე ადრე, უკომენტაროდ დატოვა.
პრეზიდენტის წასვლიდან, დაახლოებით 20 წუთში, ტერიტორია დატოვა სოფო ნიჟარაძემაც და რომელმაც აქციის მონაწილეთა შორის სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ყოფილი თანამშრომელი დავით გოგიშვილი ("ციყვი") ამოიცნო და შემდეგი სიტვებით მიმართა: "ციყვი, არ გრცხვენია?". ნიჟარაძის ფრაზით აღშფოთებულმა აქციის მონაწილეებმა კი მომღერალი შეძახილებით - "არ გრცხვენია, შე ნაძირალა?!" - გააცილეს.