ფილარმონიასთან მიმდინარე აქციას, სასულიერო პირები შეუერთდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ აუცილებელია საჯაროდ გაიგოს საზოგადოებამ, თუ ვინ არის პატიმრების ცემის დამკვეთი.
,,ადამიანს გვაქვს ორი რამ გული და გონი. Gგული უნდა აღშფოთდეს, მაგრამ გონებამ თავისი საქმე უნდა ქნას. სამართლებრივად, სახელმწიფოებრივად უნდა ვიაზროვნოთ. Aმას სჭირდება ის, რომ გაცხადებულად ერის წინაშე უნდა გავიგოთ, თუ ვინ არის ეს ხალხი, ვინ აკეთებს ამას და ვინ მფარველობთ მათ. მკეთებელი არ არის მთავარი ბოროტება, მთავარი ბოროტება მისი დამგეგმავია", _ განაცხადა აქციაზე მისულმა სასულიერო პირმა.