ფილარმონიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირი გადაკეტეს. როგორც აქციაზე დაჩი ცაგურიამ განაცხადა, შესაძლოა, მომიტინგეებმა მოაწყონ საპროტესტო მსვლელობა, თუმცა რა მიმართულებით, არ დაუკონკრეტებია. აქციაზე დაჩი ცაგურიამ შსს მინისტრის ბაჩო ახალაიას გადადგომის მოთხოვნა დააყენა.
მისი თქმით, ბაჩო ახალაია არის იმ სისტემის შემქმნელი, რაც დღეს სასჯელაღსრულების სფეროში ყველაზე მთავარ პრობლემას წარმოადგენს.
ფილარმონიასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები სკანდირებენ "არ აწამო". ასევე აქციის ლოზუნგია - "არ გაჩუმდე, არ დაფარო, არ შეეგუო, გამოიძიე".