დღეს, 19 სექტემბერს, გიზო ნიშნიანიძის გარდაცვალებიდან ერთი წელი შესრულდა. ნიშნიანიძე 2011 წლის 19 სექტემბერს საჩხერეში სტუმრად ყოფნისას, საკუთარი ლექსის წარმოთქმისას მოულოდნელად, სავარაუდოდ, გულის შეტევით დაიღუპა.
დაიბადა 1928 წელს თბილისში, ვერის უბანში, ზემელზე. 1963 წელს დაწერა ფილმის "ომარ ჯოხაძე" სცენარი. პროფესიით ჟურნალისტმა ლექსების წერა 53 წლის ასაკში დაიწყო.1980-იან წლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დადგა სპექტაკლი, დოკუმენტური პოემა "პაემანი ვერაზე", რომელიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. 2010 წელს მან სპექტაკლი აღადგინა. მასვე ეკუთვნის ქართული კონიაკის ფუძემდებლის, დავით სარაჯიშვილის შესახებ შედგენილი ბიოგრაფიული კრებული.
2003 წელს გიზო ნიშნიანიძე თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა. 2010 წლის 4 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გიზო ნიშნიანიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.