დღეს, 19 სექტემბერს, 10 საათიდან 18 საათამდე, კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გორგასალის, 300 არაგველის, გრიშაშვილის, ცურტაველის და თელეთის ქუჩების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
13 საათიდან 15 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლის I შესახვევის, დელისის I, II და III ჩიხის, ნუცუბუძის (ნაწილობრივ), ნადარეიშვილის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.