2012 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 6 384,1 მლნ. ლარი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის
რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ 8,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი შემცირდა 0,1 პროცენტით. 2012 წლის ორი კვარტალის მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამისი პერიოდის მიმართ 7,5 პროცენტი, ხოლო დეფლატორის - 0,7 პროცენტი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები