მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა საერთო კაპიტალი 25,8 ტრილიონი დოლარი შეადგინა. პლანეტაზე 187,38 ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა ქონებაც 30 მლნ დოლარს აჭარბებს, რომელთა კომბინირებული სიმდიდრეც 25,8 ტრილიონ დოლარს აჭარბებს, აღნიშნულის შესახებ კომპანია Wealth-X-ი იტყობინება, რომელმაც კვლევა 1 წლის განმავლობაში აწარმოა. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მილიონერებმა საკუთარი კაპიტალის 1,8%-ი დაკარგეს. კაპიტალის დაკარგვა ძირითადად იმ მილიონერებს შეეხოთ, რომელთა ქონებაც 200-499 დოლარის ფარგლებში იყო შეფასებული. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი მილიონერების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 9,9%-ით შემცირდა. ხოლო რაც შეეხება მილიარდელებს, ისინი ამ პერიოდში უფრო გამდიდრდნენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში პლანეტაზე მილიარდელთა რაოდენობა 9,4%-ით, ანუ 2160 ადამიანით გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ფრანგული კომპანია Capgemini-სა და Royal Bank of Canada-ს ინფორმაციით, პლანეტაზე 11 მლნ მილიარდელი ცხოვრობს, რომელთა ქონებაც 42 ტრილიონ დოლარს აჭარბებს.