კორეულმა კომპანია Samsung Electronics-მა უმსხვილესი საწარმოს მშენებლობის შესახებ განაცხადა. ახალი საწარმოს მშენებლობა ჩინეთის პროვინცია სიანში იგეგმება და ახალი სიმძლავრის მშენებლობისთვის კომპანია Samsung-ი 7 მლრდ დოლარის ინვესტირებას აპირებს.
უშუალოდ საწარმოს შენობის აშენება კომპანიას 2,5 მლრდ დოლარი დაუჯდება, ხოლო დანარჩენი თანხით შესაბამისი მოწყობილობებისა და საწარმოოს ხაზების შეძენა-დამონტაჟება მოხდება. Samsung Electronics-ის უმსხვილესი საწარმოს მშენებლობა 2013 წლიდან დაიწყება.