ევროპის უმსხვილესი ელექტრონული ტექნიკის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Philips იძულებულია, უახლოესი 2 წლის განმავლობაში თანამშრომელთა რაოდენობა 4500-დან 2200-მდე შეამციროს. კომპანიის ხელმძღვანელის, ფრანს ვან ხაუტენის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი საერთო ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელი და გარდაუვალია.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიამ 2011 წელს 1,3 მლრდ ევრო დაკარგა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით Philips-მა პლუსზე გასვლა მოახერხა.