"ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ვეფხვაძე მეტრომშენის დასახლებაში მცხოვრებ ქეთევან ვაშაკიძის მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
ლევან ვეფხვაძემ ოჯახს „ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრა.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ქეთევან ვაშაკიძის ხუთშვილიანი ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს და ბავშვებითვის სახელმძღვანელოების შეძენის საშუალება არ აქვს.
„ქრისტიან - დემოკრატებს მიგვაჩნია, რომ განათლება უნდა იყოს სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი, რადგან სწორედ განათლებული ადამიანები აშენებენ ძლიერ და წარმატებულ ქვეყანას. მიგვაჩნია, რომ განათლება ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და სახემწიფომ როგორც ბაღის, ასევე სკოლის მოსწავლეები სახელმძღვანელოებით უზრუნველყოს."- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ