ეგვიპტს დედაქალაქში მიმინარე საპროტესტო აქციის მონაწილები კვლავ შეეცადნენ შტურმით აეღოთ კაიროში განთავსებული აშშ-ის საელჩოს შენობა. აინტიისლამური ფილმის გამო საპროტესტო აქციაში მონაწილეთა მცდელობა პოლიციამ აღკვეთა, იტყობინება ეგვიპტის შსს-ზე დაყრდნობით "სი-ენ-ენი".
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც საელჩოს შენობას ქვები დაუშინეს და შეეცადნენ ღობეზე გადაძრომას, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეა.
არეულობის დროს ერთი ავტომანქანა დაიწვა.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ათობით ადამიანი დაშავებული და დაჭრილია.
"სამართალდამცავთა ძალებმა შეძლეს მათი ტახრირის მოედნის მიმართულებით შევიწროვებ", -იტყობინება სი-ენ-ენი.
პირველი დემონსტრაცია აშშ-ის საელჩოსთან ინტერნეტში ფილმის გამოჩენისთანავე დაიწყო. ფილმში მუსულმანების მოციქული მუჰამედი შეუფერებელი სახითა წარმოჩენილი.
აქციიეს მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს აშშ-ის საელჩო და ანტიამერიკულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ, მათ დაწვეს აშშ-ის დროშა.
საპროტესტი აქციები გაიმართა ლიბიაშიც, სადაც ქალაქ ბენგაზში აშშ-ის საკონსულოს მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შედეგად აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და სამი დიპლომატი დაიღუპა.