მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. "როიტერის" კორესპონდენტის ნიკო მჭედლიშვილის ამ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ განცხადება Dრეს გაკეთდება.
ავთანდილ ფავლენიშვილმა, რომელსდაც დღემდე მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ეკავა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.
ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს მოღვაწეობას ფავლენიშვილი.