„ქვემო ქართლის" ფილიალი თავის აბონენტებს ერთდროულად რამდენიმე აქციას თავაზობს. რუსთაველებისთვის 15 თებერვლამდე ინტერნეტ ქსელში ჩართვა უფასოა, ასევე თებერვლის ბოლომდე გრძელდება სპეციალური ფასდაკლება ფიქსირებული ტელეფონის დადგმაზე. აქციის განმავლობაში რუსთაველებს შეუძლიათ „გაერთიანებული ტელეკომის" ქსელში მხოლოდ 40 ლარად ჩაერთონ. ფასდაკლება აპრილიდან გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში სულ 1500-მა აბონენტმა ისარგებლა აღნიშნული შემოთავაზებით.
გასულ თვეში რუსთავში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა. მეგობრობის ქ.N9-ში გაიხსნა განახლებული, კეთილმოწყობილი სერვის-ცენტრი, რომელიც უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. სერვის ცენტრი ერთდროულად ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდულ პირებს.
„იურიდიული პირები კომპანიისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ. რუსთავში „გაერთიანებული ტელეკომი" სულ 500 კორპორატიულ მომხმარებელს ემსახურება. ჩვენი აბონენტები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები როგორიცაა „ენერგო პრო ჯორჯია", „ყაზბეგი",ბანკი „რესპუბლიკა"და ა.შ. გასულ კვირას მათ რიცხვს სააქციო საზოგადოება „Eნერგყ Iნვესტ" (რუსთავის აზოტის ქარხანა) მიემატა" - განაცხადა ფილიალ „ქვემო ქართლის" დირექტორმა ლევან ურუშაძემ.
„გაერთიანებული ტელეკომი" ამ კომპანიებს ემსახურება, როგორც სატელეფონო, ისე ინტერნეტ-სერვისით.
მასალის გამოყენების პირობები