საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის კატარღა "TCSG-71" შემოვიდა. ვიზიტი თურქეთ-საქართველოს 2012 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში განხორციელდა. მისი მიზანია მხარეებს შორის საზღვაო საზღვრის დაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი საზღვაო წვრთნების დაგეგმვა-ჩატარება.
თურქმა მესაზღვრეებმა ვიზიტის ფარგლებში ქ.ფოთში სანაპირო დაცვის ბაზაზე რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. მათ ასევე ქ. ფოთის მერთან და საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან გაიმართეს შეხვედრა.
თურქული კატარღა 11 სექტემბრეს ქ.ბათუმის ნავსადგურში გადაინაცვლებს. 13 სექტემბერს დაგეგმილია ერთობლივი საზღვაო წვრთნები, რომელშიც მონაწილეობას სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთად, მცურავი საშუალებებიც მიიღებენ.
სანაპირო დაცვის კატარღა "TCSG-71" საქართველოს საზღვაო სივრცეს 13 სექტემბერს დატოვებს.