მთავრობამ „სახაზინო სახლს "კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოუხსნა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/51 ბრძანების მიხედვით, თელავში, ბატონის ციხის კომპლექსში შემავალ „სახაზინო სახლს" კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მოეხსნა.
ნიკა რურუას ბრძანებულებაში, "სახაზინო სახლისთვის" კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის საფუძვლად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ვაჩეიშვილის 2012 წლის 28 აგვისტოს №05/10/827 წერილი და სტრატეგიული და მეთოდოლოგიური სექციის წევრების მიერ 2012 წლის 31 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილება სახელდება.