„მაზდა ცენტრი თბილისი" საშემოდგომოდ მომხმარებელს 2012 წლის მოდელის ავტომობილებზე 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. სალონში, წარმოდგენილია Mazda 3, Mazda 6, Mazda CX-7 და Mazda CX-9.
MAZDA იაპონური ავტომწარმოებელია, მისი ისტორია 1920 წლიდან იწყება. მსოფლიოში „მაზდა" ცნობილია იაპონური ხარისხით, გამძლეობით და დახვეწილი დიზაინით. ქართველი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული ავტომობილები მხოლოდ იაპონიაშია წარმოებული.
„მაზდა ცენტრი თბილისი" ქართულ საავტომობილო ბაზარზე 2012 წლის მაისში შემოვიდა. საქართველოში მას წარმოადგენს შპს „თეგეტა პრემიუმ ვიიქელს", რომელიც ასევე „პორშეს" ექსკლუზიური იმპორტიორიცაა.